დმიტრო კულება - ნატო-ს მინისტერიალზე ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ სამ საკითხს მოიცავდა, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი
დმიტრო კულება - ნატო-ს მინისტერიალზე ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ სამ საკითხს მოიცავდა, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი

მე აქ ჩამოვედი მარტივი გზავნილით, დისკუსიებისთვის ჩემი დღის წესრიგი მხოლოდ სამ საკითხს მოიცავდა, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ომის მოსაგებად უპირველესად ყოვლისა, იარაღია საჭირო.

„იმისთვის, რომ მოიგო ომი, უპირველეს ყოვლისა საჭიროა იარაღი. საქმე ძალიან მარტივადაა – ევროატლანტიკური უსაფრთხოება განუყოფელია და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების, ტანკებისა და პერსონალის წინააღმდეგ ბრძოლით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას ვიცავთ, არამედ ნატო-ს წევრების, მოკავშირეების უსაფრთხოებასაც. შეთანხმება, სამართლიანი შეთანხმება, რომელსაც უკრაინა გთავაზობთ არის მარტივი – თქვენ გვაწვდით ჩვენ ყველაფერს, რაც გვჭირდება და ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე თქვენი უსაფრთხოებისთვის ისე, რომ პუტინს არ ექნება შანსი, დატესტოს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლი“, – განაცხადა კულებამ.