კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომელთანაც ახლო მეგობრობა გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომელთანაც ახლო მეგობრობა გვაქვს, ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, გვაქვს ახლო მეგობრობა. ჩვენ ყოველთვის ვემხრობოდით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად.

„ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და ავლენს მოწყვლადობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შესაძლებელია, სხვა ქვეყანაშიც მოხდეს. შესაბამისად, კანადამ უნდა შეასრულოს თავისი როლი და გააქტიურდეს ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებენ.

„კანადა დიდი შვიდეულის შეხვედრის მონაწილე იქნება. დღევანდელი შეხვედრის მიზანი დიდი შვიდეულის ლიდერებთან იმის უზრუნველყოფაა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე. დიდი შვიდეული გახდა კოორდინაციის ჯგუფი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ძლიერ სანქციებზე, რომელსაც რუსეთს ვუწესებთ, არამედ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ არსებობს ხვრელები, რომ დასავლეთთან ერთად კოორდინაციაში ვართ. თითოეულ იურისდიქციას შეუძლია, დააწესოს ძლიერი სანქციები ხალხზე, კერძოდ, ვლადიმერ პუტინსა და მის ოლიგარქებზე. ასევე, მნიშვნელოვან კომპანიებზე, რომლებიც პუტინის ომის მანქანისთვის საწვავს წარმოადგენენ. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ერთიანი ვართ და უზრუნველვყოფთ მცირე თუ დიდ დახმარებას. სწორედ ამიტომ ყველაფრის კოორდინაციას ვახორციელებთ დიდი შვიდეულის შიგნით. ჩემი მხრიდან, ველოდები ნატო-ს ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ეს არის შეხვედრების სერია. ამ შეხვედრების საშუალებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ვიცით, რომ 24 თებერვლიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა. სწორედ ამიტომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ნატო-ს მხრიდან კარგი მხარდაჭერა აქვთ. ველი დმიტრო კულებასთან შეხვედრას“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

დატოვე კომენტარი