ლუბლიანას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე. ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „მერსედესისა“ და „აუდის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.