Los Angeles Times-ის მფლობელი Tronc Inc გამოცემას ყიდის, – ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზეთის მომავალი მეპატრონე პატრიკ სუნ-შიონგი ცნობილი ლოსანჯელესელი ექიმი და კომპანია Tronc-ის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია.
როგორც The Washington Post წერს, სუნ-შიონგი, რომელიც მსხვილ სამედიცინო დაწესებულებების ქსელსაც ხელმძღვანელობს, Times-სთან დაახლოებულ გაზეთს, „სან დიეგო იუნონ ტრიბუნსაც“ შეიძენს