წინანდალში დავით მაღრაძის ახალი კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
წინანდალში დავით მაღრაძის ახალი კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პოეტ დავით მაღრაძის ახალი კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

კრებული უმსხვილესმა ამერიკულმა საგამომცემლო სახლმა Rare Bird Books-მა დაბეჭდა.

წიგნის პრეზენტაციაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ საგამომცემლო სახლის პრეზიდენტი ტაისონ კორნელი და აღმასრულებელი დირექტორი გაი ინტოცი.

კრებულის პრეზენტაცია ამერიკის 50 შტატშია დაგეგმილი. კრებულთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მემორანდუმიც გაფორმდა.