ლონდონში, "წმინდა პოლის" მეტროსადგური საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო დროებით დაიხურა
ლონდონის ცენტრში, “წმინდა პოლის” მეტროსადგურზე საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო, სამართალდამცველებმა მეტროპოლიტენი დროებით დახურეს. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება ადგილობრივი დროით, 10:48 საათზე შევიდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა საეჭვო შეფუთვა შეისწავლეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ის საფრთხის შემცველი არ იყო.
პოლიციამ უკვე დაიწყო დროებით გადაკეტილი ქუჩების გახსნა.