ლონდონში, “წმინდა პოლის” მეტროსადგური საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო დროებით დაიხურა

15:56, 05.12.2017

ლონდონის ცენტრში, “წმინდა პოლის” მეტროსადგურზე საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო, სამართალდამცველებმა მეტროპოლიტენი დროებით დახურეს. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში შეტყობინება ადგილობრივი დროით, 10:48 საათზე შევიდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა საეჭვო შეფუთვა შეისწავლეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ის საფრთხის შემცველი არ იყო.

პოლიციამ უკვე დაიწყო დროებით გადაკეტილი ქუჩების გახსნა.

მსგავსი