ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ლონდონში საეჭვო მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტული აქტის განხორციელებას აპირებდა. ინფორმაციას ლონდონის პოლიცია სოციალურ ქსელ “თვითერში” ავრცელებს.
ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, ის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ქუჩაში აიყვანა და დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.
სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულის მიერ შესაძლო თავდასხმისთვის მზადება, შაბათს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დაგეგმილ ქორწილთან კავშირში არ არის. ამ ეტაპზე სამართალდამცველები დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ.