ლონდონში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა შესაძლოა, დახურონ. როგორც ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს, ბრიტანეთის ხელისუფლებაში ლონდონში მდებარე წარმომადგენლობას „ჯაშუშების ბუნაგი“ უწოდეს.
მედიის ცნობით, რუსეთს ლონდონში ჯაშუშების კიდევ სამი „ბაზა“ აქვს. ესაა საელჩო, საკონსულო და ქალაქგარეთ მდებარე უძრავი ქონება.
ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები 4 მარტს რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ დაიძაბა. მომხდარის გამო, ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ლონდონის სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევეს კიდევ 23-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.