ლონდონში, სამ ადგილზე მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში, ვატერლოოს სარკინიგზო სადგურზე და ქალაქის აეროპორტში მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ცნობილია, სამი ცალი მცირე ზომის ბომბი სამ სხვადასხვა ადგილზე საფოსტო, ყვითელი ფერის ამანათებში იყო შეხვეული.
„ბი-ბი-სი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰითროუს აეროპორტში საეჭვო ამანათის გახსნის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა წითლად განათდა, თუმცა არ ამოქმედებულა. უსაფრთხოების მიზნის აღნიშნულ შენობაში მყოფების ევაკუაცია განხორციელდა.
მოგვიანებით, ამავე ტიპის მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს ლონდონის აეროპორტსა და ვატერლოოს სარკინიგზო სადგურებზე, თუმცა აღნიშნულ ლოკაციებზე ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.
ამჟამად აეროპორტები და სარკინიგზო სადგური ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მცირე ზომის ბომბები გამნაღმველებმა ადგილებიდან უკვე გაიტანეს. საქმის გამოძიება ლონდონის კონტრტერორისტულმა პოლიციამ დაიწყო.