ლონდონში პარლამენტის შენობასთან ავტომობილი დამცავ ჯებირს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ავტომობილის მძღოლი დააკავეს.
უკავშირდება თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევა ტერორიზმს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. სამართალდამცველებს უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეები ტერიტორიიდან გაჰყავთ.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.