ლონდონში ხალხმრავალ აქციაზე „ბრექსიტის“ საკითხზე რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარება მოითხოვეს
ლონდონში ხალხმრავალ აქციაზე „ბრექსიტის“ საკითხზე რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარება მოითხოვეს

ლონდონში ათასობით მოქალაქემ „ბრექსიტის“ საკითხზე რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარება მოითხოვა.

საპროტესტო მარში ბოლო პერიოდში ინგლისის დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო. აქტივისტებმა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე შეთანხმებამდე საყოველთაო გამოკითხვის ჩატარება მოითხოვეს. მარშის მონაწილეები ჰაიდ პარკში შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს. მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ ლონდონის მერი, ასევე სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

„არაფერია იმაზე დემოკრატიული, ვიდრე ხალხს მისცე უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი“, – განაცხადა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ლონდონის ქუჩებში 700 000 ადამიანი გავიდა. სკოტლანდ იარდში ამბობენ რომ აქციის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ვერ დათვალეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გამორიცხა.