ლონდონში, ერთ-ერთ ბინაში ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ბრიტანული მედიის ცნობით, გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით დაიწყო.
ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰარლსდენში იპოვეს. ბინაში არავინ ცხოვრობდა. საეჭვო ნივთები მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს.
საცხოვრებელი სახლიდან, სადაც ბინა მდებარეობს, მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჯერ უცნობია, საიდან მოხვდა მოწყობილობები აღნიშნულ ბინაში.