ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი

10-12 აპრილს, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი.

სტენდის დიზაინი პროექტის “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო” კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი.

პროექტი ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.