ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ფოტოალბომი „ტფილისი-თბილისი“ იქნება წარმოდგენილი [ფოტო]
ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ფოტოალბომი „ტფილისი-თბილისი“ იქნება წარმოდგენილი [ფოტო]

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველოს ეროვნული სტენდის მე-5 პავილიონში, 10, 11 და 12 ოქტომბერს პროექტი, ფოტოალბომი „ტფილისი-თბილისი“ იქნება წარმოდგენილი.

ფოტოალბომის ავტორები არიან ცნობილი ფრანგი ფოტოხელოვანი ორელიენ ვილეტი და ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი არტპროდიუსერი დალი უბილავა დე გრააფი.

ტფილისი-თბილისი” – ესაა ფოტოამბავი, რომელიც ათასჯერ ნანახ, ცნობილ თუ უცნობ შენობებს, თბილისურ არქიტექტურას სრულიად ახლებურად დაგანახებთ.

ეს არის თბილისის ისტორიის ფრაგმენტები, გადმოცემული უნიკალური და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ფოტოებით.

დატოვე კომენტარი