ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ახალი ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი

12:57, 10.04.2018

დღეს ლონდონის წიგნის ბაზრობა გაიხსნა.

ბაზრობაზე 10 დან 12 აპრილის ჩათვლით საქართველო ახალი ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. სტენდის დიზაინი პროექტის “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო” კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ იქნება წარმოდგენილი და ტრადიციულად, ბრიტანულ წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოს სტენდზე 170-მდე ქართულ წიგნი, ცალკეულ გამომცემელთა, “წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის” და “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” მიერ მომზადებული კატალოგებია წარმოდგენილი.

მსგავსი