ლონდონის ქართული ფილმების მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება
ლონდონის ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ფესტივალის პროგრამა ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმების ჩვენებებს, გამოფენებსა და მუსიკალურ საღამოებს მოიცავს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ფილმები :„ჩემი ბედნიერი „გოგიტას ახალი ცხოვრება“ , „ცისფერი მთები“, „სავარძელი“, „ჩემი ინგლისელი პაპა“, „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ , „სხვისი სახლი“, „ანასირმას სახარება“, „მზის ქალაქი“, „დედე“, „აღსარება“, „როცა დედამიწა მსუბუქია“, „საშიში დედა“.
ფილმების ავტორებთან დაგეგმილია პანელ დისკუსიების გამართვაც.
სამინისტროს ცნობით, ფესტივალი 1-დან 8 მაისის ჩათვლით გაიმართება.