თენგიზ აბულაძის ქალიშვილმა ეროვნულ არქივს მამის ფილმების ფონოგრამები გადასცა
თენგიზ აბულაძის ქალიშვილმა ეროვნულ არქივს მამის ფილმების ფონოგრამები გადასცა

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის ქალიშვილმა, ქეთევან აბულაძემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ფილმ „ვედრების“ კინოპოზიტივი და სამი ფილმის – „მონანიების“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონისა“ და „ნატვრის ხის“ ორიგინალი მაგნიტური და ოპტიკური ფონოგრამები გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში კინოდოკუმენტების 35 000-ზე მეტი შესანახი ერთეულია. მათ საცავებში დაცულია კინოფირების შენახვის საერთაშორისო ნორმები, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, თენგიზ აბულაძის ოჯახიდან ეროვნულ არქივში წინა წლებში შესულია „მონანიებისა“ და „ნატვრის ხის“ კინოფირები.

დატოვე კომენტარი