სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა
სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, „Korean Film Archive“-ში ქართული ფილმების დღეები საზეიმოდ გაიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

მან კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ფილმის ჩვენებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ.

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კორეული სუბტიტრებით, ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთი ფილმი: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, ლევან თუთბერიძის „მოირა“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლი“, მარიამ ხაჭვანისდედე“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა.

ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და Korean Film Archive-ის ორგანიზებით, ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.