ლონდონის პოლიციის ცნობით, ლონდონბრიჯზე ისვრიან. შედეგად დაშავდა სულ მცირე, ერთი ადამიანი.
პოლიციამ ხიდი გადაკეტა.
როგორც „ბიბისის“ ჟურნალისტი იუწყება, მან დაინახა, რომ ხიდზე ადამიანთა ჯგუფი ჩხუბობდა. შემდეგ ადგილზე გამოჩნდა პოლიცია და ისმოდა სროლის ხმა.
პოლიციაში დაადასტურეს, რომ ლონდონბრიჯზე ინციდენტი მოხდა.