ლონდონის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომელთა შორის ერთი პოლიციელია.
ლონდონის სახანძრო სამსახურის განცხადებით, ხანძარი ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარე რკინიგზის სადგურზე, „Elephant and Castle”-ზე გაჩნდა. ადგილზე 15 სახანძრო მანქანა და 100 მეხანძრეა მობილიზებული. სახანძრო სამსახურის თქმით, ცეცხლი სამ კომერციული ობიექტს, ექვს მანქანას და სატელეფონო ჯიხურს წაეკიდა.
პოლიციამ ადგილობრივ მცხოვრებლებს კარებებისა და ფანჯრების დაკეტვისკენ მოუწოდა და რაიონში ტრანსპორტის გადაადგილება შეაჩერა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგონეს.
პოლიციის წინასწარი განმარტებით, ინციდენტი არ არის დაკავშირებული ტერორისტულ თავდასხმასთან. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.