ლონდონის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურში ძვირფასი თვლებით სავსე ჩანთა მოიპარეს
ლონდონის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურში, მატარებლის საბარგულიდან მოიპარეს ჩანთა, რომელშიც 1,3 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი თვლები იყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, ძვირფასეულობით სავსე ჩანთა 35 წლის იუველირს ეკუთვნოდა, რომელიც 8 ნოემბერს ლონდონიდან ბრმინგემში გაემგზავრა. დანიშნულების ადგილზე ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მატარებლის საბრგულის განყოფილებაში მისი ჩანთა აღარ იდო. ჩანთაში ლალის, ზურმუხტისა და საფირონის 40-ზე მეტი თვალი იყო.
პოლიციამ გაავრცელა სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. გამომძიებლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ პირთან გასაუბრება სურთ.