ლონდონის ერთ-ერთ ბიზნესცენტრში საეჭვო საგანი პოლიციამ ააფეთქა
ლონდონის ერთ-ერთ ბიზნესცენტრში საეჭვო საგანი პოლიციამ ააფეთქა

ლონდონის ბიზნესცენტრში, სადაც საეჭვო შეფუთვა აღმოაჩინეს, განგაში გამოცხადდა. მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა შეფუთვა რობოტექნიკის საშუალებით ააფეთქეს. ის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.

პოლიცია არ ასახელებს, რას შეიცავდა შეფუთვა. მომხდარის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდი დროებით დაიხურა. ამ დროისთვის, ბიზნესცენტრში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდული აღარ არის.