ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ჰემფსტედის რაიონში, ხუთსართულიანი აგურის შენობის მეხუთე სართულზე ხანძრის ჩაქრობას ერთდროულად 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. მანამდე კი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში მყოფი 50-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაზარალებულებისთვის ერთი ღამით თავშესაფრის გამოყოფის ინიციატივით ადგილობრივი ფაბები გამოვიდნენ. ბარების მფლობელებმა ევაკუირებულები ღამის გასათევად მიიწვიეს.
სახანძრო სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე გაჩნდა და ზედა სართულს მალევე გადაედო. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.