იტალიის რეგიონ ლომბარდიის გუბერნატორი საკარანტინო რეჟიმზე საკუთარი ნებით გადავიდა.
გუბერნატორი ატილიო ფონტანა აცხადებს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნება, რადგან მის თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ლომბარდიაში იტალიის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი, 400 შემთხვევაა დაფიქსირებული.