თბილისის “ლოკომოტივის” მეკარემ კურიოზული გოლი გაუშვა. ეროვნული ლიგის მზადების ფარგლებში, „ლოკომოტივმა“ მეოთხე ამხანაგური მატჩი “ვიტ ჯორჯიასთან” საგურამოს ბაზაზე გამართა.
თამაშის მე-5 წუთზე თბილისელთა მეკარე რევაზ თევდორაძე ბურთს მცველს აწვდიდა, მაგრამ ძელს მოარტყა და ამით “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველმა ბექა კაკუშაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
მე-15 წუთზე წონასწორობა “ლოკომოტივის” მცველმა გიორგი ხიდეშელმა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.