„ლოკომოტივმა” კურიოზული გოლი გაუშვა

02:43, 15.02.2018

თბილისის “ლოკომოტივის” მეკარემ კურიოზული გოლი გაუშვა. ეროვნული ლიგის მზადების ფარგლებში, „ლოკომოტივმა“ მეოთხე ამხანაგური მატჩი “ვიტ ჯორჯიასთან” საგურამოს ბაზაზე გამართა.

თამაშის მე-5 წუთზე თბილისელთა მეკარე რევაზ თევდორაძე ბურთს მცველს აწვდიდა, მაგრამ ძელს მოარტყა და ამით “ვიტ ჯორჯიას” ნახევარმცველმა ბექა კაკუშაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მე-15 წუთზე წონასწორობა “ლოკომოტივის” მცველმა გიორგი ხიდეშელმა აღადგინა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მსგავსი