ლოიდ ოსტინი - არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია
ლოიდ ოსტინი - არ მჯერა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბრძოლა გარდაუვალია

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს არ სჯერა, რომ„ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ბრძოლა გარდაუვალია, თუმცა ლოიდი შეშფოთებულია ესკალაციის შესაძლებლობით.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიხილეთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტიურობა და შეშფოთებულები ვართ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბურ ბრძოლაში, მე არ მჯერა, რომ ეს ომი გარდაუვალია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამის დიპლომატიური გზით დარეგულირება ვიხილოთ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა მანილაში ვიზიტის დროს, პრესკონფერენციაზე.

რეგიონში ვითარება კიდევ უფრო 27 ივლისს დაიძაბა, როდესაც გოლანის მაღლობზე, საფეხბურთო მოედანზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას 12 ბავშვი ემსხვერპლა. ისრაელმა სარაკეტო იერიშის განხორციელებაში „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და მკაცრი რეაგირების პირობა დადო.

„ჰეზბოლა“ სარაკეტო დარტყმის განხორციელებას უარყოფს.