ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას მისცემს.

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის არმიას ესაჭიროება იარაღი, რომელიც დაეხმარება მტრის ძალისხმევის შენელებაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ ფოკუსირებულია იმაზე, რომ დაეხმაროს კიევს საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

„მათ ეს მოითხოვეს და მგონია, რომ მათი მიწოდება კარგი იდეაა“, – განუცხადა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს ლაოსში ვიზიტის დროს.

ოსტინის თქმით, ნაღმები, რომელთა მიწოდებაც აშშ-ს სურს, მუდმივი მოქმედების არ არის და შესაძლებელია მათი გაკონტროლება, თუ როდის ახდენს თვითაქტივირებას, რაც მათ ბევრად უსაფრთხოს ხდის.

როგორც თავდაცვის მდივანი ამბობს, აშშ-მა უკრაინასთან ასევე განიხილა, როგორ და სად გამოიყენებენ ნაღმებს და დარწმუნდა, რომ უკრაინელები საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდებიან.