თბილისის ზღვაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, Summer Set-ის პრეზენტაცია გაიმართება
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set-ი ახალი გამოწვევებით ბრუნდება.
ფესტივალის პირველი, საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე, 27 ივლისს გაიმართება.
ერთდღიანი ივენთის ჰედლაინერები იქნებიან: Cigarettes After Sex, WhoMadeWho, Koreless, Gidge და Baikal. ფესტივალი პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“ -ის ფარგლებში იმართება.
Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი მოდელი საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, სპორტის 9 სახეობასა და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს გააერთიანებს.
Summer Set-ი ცნობილი მუსიკოსების გარდა, სცენას დამწყებ არტისტებსაც დაუთმობს.