ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამი სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი განთავსდება
ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამი სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი განთავსდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამი სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი განთავსდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტს საგანგებო სიტაუციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ მოაწერეს ხელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მუსიკალური ფესტივალის სტუმრებისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება იქნება უზრუნველყოფილი.

ელქტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში დღეს გაიხსნება.

სამედიცინო პუნქტები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ადგილზე ფესტივალის განმავლობაში იქნება განთავსებული.