ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შვილის სახელობის ფონდს აფუძნებს.
ფონდ „დათუჩას“ პრეზენტაცია დავით სარალიძეს დაბადების დღეს დაამთხვიეს.
ფონდის მიზანია დაეხმაროს გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებს.
ზაზა სარალიძის თქმით, ფონდის შემოსავალი მთლიანად შემოწირულობებზე იქნება დამოკიდებული. მისივე განცხადებით, ფონდის ფინანსები ყოველი წლის 25 ივლისს გაიხსნება, მაგრამ თუ შემოწირულობები დიდ თანხას შეადგენს, უფრო ადრე გახსნაც იქნება შესაძლებელი.
ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფონდს თავად უხელმძღვანელებს. ხოლო როდესაც მისი ქალიშვილი სრულწლოვანი გახდება, ფონდ „დათუჩას“ ის გადაიბარებს.