უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები დღეს განახლდება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ფართო კონსულტაციების ფარგლებში, მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება. პრეზიდენტის მრჩევლები შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
პირველი კონსულტაცია 6 აგვისტოს გაიმართა, სადაც პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო.