უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები დღეს განახლდება

09:21, 09.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ფართო კონსულტაციების ფარგლებში, მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება. პრეზიდენტის მრჩევლები შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

პირველი კონსულტაცია 6 აგვისტოს გაიმართა, სადაც პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო.

მსგავსი