სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს

14:04, 07.10.2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.

კონსულტაციების თემა არ კონკრეტდება, თუმცა როგორც ცნობილია, შეხვედრაზე „ქართულ ქარტიასა“ და სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ისაუბრებენ, რაზეც პრეზიდენტმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ორბელიანების სასახლეში იმართება.

კონსულტაციებზე პრეზიდენტის სასახლეში უკვე მივიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები.

მსგავსი