საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.
კონსულტაციების თემა არ კონკრეტდება, თუმცა როგორც ცნობილია, შეხვედრაზე „ქართულ ქარტიასა“ და სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ისაუბრებენ, რაზეც პრეზიდენტმა განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ორბელიანების სასახლეში იმართება.
კონსულტაციებზე პრეზიდენტის სასახლეში უკვე მივიდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები.