ტაილანდის იმ ნაწილში, სადაც მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს, ძლიერი წვიმაა
ტაილანდის იმ ნაწილში, სადაც მღვიმედან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს, ძლიერი წვიმაა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილზე მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, უამინდობა იყო ერთ-ერთი მთავრი მიზეზი, რის გამოც ტაილანდის ხელისუფლებამ მღვიმედან ბავშვების გამოხსნა გადაწყვიტა.
ადგილობრივი მედია ოპერაციის დეტალებს ავრცელებს. როგორც Bangkok Post-ი წერს, გეგმის მიხედვით, 12 ბიჭს რამდენიმე ჯგფად გაყოფენ და ისე გამოიყვანენ მღვიმედან. პირველ ჯგუფში 4 ადამიანი იქნება, დანარჩენ 3 კი სამ-სამი. მწვრთნელი ბოლო ჯგუფთან ერთად გამოვა.
შეგახსენებთ, ტაილანდში, მღვიმეში ჩაკეტილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია დღეს დილიდან დაიწყო. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მყვინთავებს ერთი ჯგუფის გამოსაყვანად სავარაუდოდ, 11 საათი დასჭირდებათ.
ტაილანდის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პირველ გადარჩენილებს მღვიმედან დღეს საღამოს გამოიყვანენ. თუმცა „ფრანს პრესი“ წერს, რომ სულ ოპერაცია, შეიძლება 2-3 დღე გაგრძელდეს.
ამჟამად მღვიმეში შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ. დახურული ზონიდან გაიყვანეს ჟურნალისტები და ბავშვების ახლობლებიც. ისინი მღვიმეს სიახლოვეს მოწყობილ ბანაკში იმყოფებიან.