„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ეკა გიგაურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ეკა გიგაურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ

სერგო მეთოფიშვილის განცხადებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა,- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სერგო მეთოფიშვილის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს ეკა გიგაურის მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი ოლიკო შერმადინი.

მისივე თქმით, დღეს გახმაურებულ ბრალდებებს და მოსაზრებებს არ აქვს საერთო რეალობასთან და მისი მიზანი, კვლევაში გამოკვეთილი პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა.

„დღეს ჩვენ ასევე დავინახეთ მცდელობა, რომ ყოფილიყო ყურადღების გადატანა კვლევაში მითითებული პრობლემებიდან, კონკრეტულ უსაფუძვლო ბრალდებებზე. ამ ბრალდებებს თავისთავად ცხადია, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და იყო ერთადერთი მიზნით გაჟღერებული, რომ ყურადღება გადატანილიყო. ეს მეთოდი უკვე რამდენჯერმე ვნახეთ და მოვისმინეთ“,- განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ​სერგო მეთოფიშვილის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური, სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის დროს, მსხვილ ტენდერებს ახლობლებს აგებინებდა.