ირაკლი კობახიძე – უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების აგიტაცია ეწინააღმდეგება დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ, მათი შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამას შედეგებზე გავლენა ვერ ექნება
მართალია, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის წარმოება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, მაგრამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და სხვა შესაბამისი ორგანიზაციების შელახული რეპუტაციიდან გამომდინარე, ამ დარღვევას არჩევნების შედეგებზე გავლენა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.