გიორგი გახარია - წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია, უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა 
გიორგი გახარია - წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია, უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და საქმის კეთების დრო მოვიდა.

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, ხვალინდელ დღეს. ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. ეს დროში გაჭიანურდა და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდაზე, N5 უბანზე დააფიქსირა.