აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე, ასევე მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
აჭარის უზენაეს საბჭოში კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დაასრულდა. რიჟვაძეს და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს ხმა 14-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. „ნაციონალური მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. „ევროპული საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები სხდომას არ ესწრებოდნენ.
თორნიკე რიჟვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.