ლატვიის დედაქალაქის მერის, ნიკ უშაკოვის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა
ლატვიის დედაქალაქის მერის, ნიკ უშაკოვის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

ლატვიის დედაქალაქის მერის, ნიკ უშაკოვის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რიგის მერის დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა მერის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. თავად მერი აცხადებს, რომ არანირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და თანდამდებობიდან არ გადადგება.

ნიკ უშაკოვი ადასტურებს, რომ მის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ნამდვილად ჩატარდა.