ლიზ თრასი - უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოსალოდნელია და შეიძლება, გარდაუვალიც იყოს
ლიზ თრასი - უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოსალოდნელია და შეიძლება, გარდაუვალიც იყოს

უკრაინაში რუსეთის შეჭრა საკმაოდ მოსალოდნელია და შეიძლება, გარდაუვალიც იყოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მთლიანად ევროპის სტაბილურობას. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ თრასმა განაცხადა.

დიპლომატის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს „ძალიან, ძალიან სწრაფად“ შეუძლიათ კიევს მიაღწიონ.

„საქმე გლობალურ სტაბილურობას ეხება და გზავნილი, რომელიც ჩვენ აგრესორს უნდა გავუგზავნოთ და პუტინს ვუთხრათ, არის, რომ აგრესია ვერ დაჯილდოვდება“, – განაცხადა თრასმა.