ურყევად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისადმი, – ამის შესახებ ლიტვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც საულიუს სკვერნელმა განაცხადა, ლიტვა საქართველოს განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად.
“ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოსადმი ნატო-ს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისათვის მისიებში მონაწილეობისთვის, თქვენი სამხედროების აქტიური მონაწილეობისათვის, თქვენ შემართებას დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა. რაც ძალზე მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს ნატო-ს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით. ურყევად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისადმი. საერთაშორისო ფორუმებზე ყოველთვის ვაყენებთ ამ საკითხს და ვითხოვთ, რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება”, – განაცხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა.