ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა ქვეყნის დროშის ფერებში განათდა
ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ტელეანძა ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. წელს ლიტვა დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს.
1918 წლის 16 თებერვალს, რუსეთიდან გამოყოფის შემდეგ ლიტვა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. 1940 წელს ლიტვაში საბჭოთა ჯარი შევიდა და მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩა. 1991 წელს ლიტველი ხალხის რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად საბჭოთა კავშირმა ქვეყნის დამოუკიდებლობა ცნო.