ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა წითლად განათდა

20:53, 15.02.2018

ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა საზეიმოდ, წითელ ფერში განათდა.

თბილისის მერია ჩინურ, იგივე მთვარის ახალ წელს პირველად უერთდება.

დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის ფესტივალის სახელით არის ცნობილი, 16 თებერვლიდან 2 მარტამდე აღინიშნება.

„დედაქალაქის მერია ჩინელ ხალხს, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს დღესასწაულს ულოცავს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მსგავსი