ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა საზეიმოდ, წითელ ფერში განათდა.
თბილისის მერია ჩინურ, იგივე მთვარის ახალ წელს პირველად უერთდება.
დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის ფესტივალის სახელით არის ცნობილი, 16 თებერვლიდან 2 მარტამდე აღინიშნება.
„დედაქალაქის მერია ჩინელ ხალხს, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ ჩინელებს დღესასწაულს ულოცავს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.