სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა
სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

სომხეთის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით ერევანში 21 სექტემბერს საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. მთავარი ცერემონიალი დედაქალაქის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩატარდა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას რეფერენდუმის მონაწილეთა დაახლოებით 99 პროცენტმა მისცა ხმა. სომხეთმა დამოუკიდებლობა ოფიციალურად 23 სექტემბერს გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი