ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.
ლინას ლინკევიჩუსმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.
„საქართველოს ყოველთვის ეკავება განსაკუთრებული ადგილი ჩვენს გულებში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა თქვენთან ერთად ზეიმობს!“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.