ლიეტუვის პრემიერი - უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით, საქართველოს ლიეტუვის იმედი უნდა ჰქონდეს.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თქვენ შეგიძლიათ, ყოველთვის გქონდეთ იმედი ლიეტუვის სრული მხარდაჭერის, დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციასა და თქვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ გზაზე. უფრო ძლიერი და უსაფრთხო საქართველო ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო ევროპას“, – წერს ინგრიდა შიმონიტე „ტვიტერის“ გვერდზე.